საქართველოს ნაკრები კვირპოსსა და შოტლანდიაში ევრო 2024 შესარჩევი მატჩებისთვის ჯერჯერობით 19 ფეხბურთელით ემზადება. გუნდს დღეიდან ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი შეურთდნენ. ამ ეტაპზე რამდენიმე მოთამაშე ინიდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

უახლოეს ორ დღეში ნაკრებს შემადგენლობაში დასახელებული კიდევ ექვსი ფეხბურთელი შეუერთდება. გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე.

ვილი სანიოლის გუნდი სრული შემადგენლობით 11 ივნისიდან შეიკრიბება.

No description available.