შეიძლება იყოს 6 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება
ბათუმი – საბურთალო 2:1. თბილისელების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ზღვის პირას შეწყდა

უცნაურია, მაგრამ ამ კვირის დასაწყისში ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, მეცხრამეტესი კი, 5 აგვისტოს ჩატარდება… სწორედ ამდენი ხნით გამოცხადდა შესვენება ელიგაში.

„საბურთალოს“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბათუმში დასრულდა, თუმცა სტუმარმა თბილისელებმა გადამწყვეტი გოლი ცოტა კურიოზულად გაუშვეს. 84-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ საჯარიმოს სიახლოვეს ცუდად მიუგორა ბურთი ექს-ბათუმელ მეკარე ლაზარე კუპატაძეს, ამით იქვე მყოფმა თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა, პასი ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და კუპატაძეს წესის დარღვევის მეტი არაფერი დარჩენოდა. მსაჯმა პენალტი დანიშნა და კუპარტაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ბათუმელები დაჟინებით ითხოვდნენ წითელს, ბოლო იმედის ჯარიმა იყოო.

მოკლედ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი, „ბათუმმა“ 2:1 მოიგო და უშუალო მდევარ „საბურთალოს“ 4 ქულით გაუსწრო.

საკუთრივ თამაში კარგი საცქერი გამოდგა. სტუმრები თავიდან შეიკნე სილას გოლით იგებდნენ. მერე ჯოვინო ფლამარიონმა სეზონის მე-13 გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ზღვისპირელთა გამარჯვების გოლზე კი უკვე ვთქვით.

„დინანომ“ მიჯრით ორი წაგების შემდეგ, „სამტრედიას“ 3:0 მოუგო და ცხრილში ერთი საფეხურით ზევით, მე-4 პოზიციაზე აინაცვლა. დუბლი მიითვალა დინამოელთა 21 წლის შუახაზელმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა.

„დილას“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც „ტორპედოსთან“ მატჩში დამთავრდა. ქუთაისელებმა გიორგი კუხიანიძის პენალტით მოიგეს. სხვათა შორის, მანამდე ტორპედოელებს ზედიზედ ექვს შეხვედრაში ვერ გაემარჯვათ. ქუთაისელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის ხელმძღვანელობით პირველად მოიგეს.

„შუქურა“ „სამგურალს“ 2:0 უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და თამაში 2:2 დასრულდა.

„თელავმა“ კი ერთ-ერთ კონკურენტ „გაგრასთან“ შინ წააგო (0:1) და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. ეს თელაველთა ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ.

ტორპედო 1:0 დილა  (სამტრედიაში)

1:0 კუხიანიძე (80 პენ.)

დინამო 3:0 სამტრედია

1:0, 2:0 მოისწრაფიშვილი (59 პენ. 86), 3:0 ოდიშარია  (90+3)

ბათუმი 2:1 საბურთალო

0:1 სილა (19), 1:1 ფლამარიონი (77), 2:1 მამუჩაშვილი (85 პენ.)

შუქურა 2:2 სამგურალი  (თბილისში)

1:0 ფაცაცია (32 პენ.), 2:0 სარდალიშვილი (40), 2:1 ქურდაძე (57 საკ. კარში), 2:2 კაგაიამა (74)

თელავი 0:1 გაგრა

0:1 მუსელიანი (38)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 13, ტიერი გეილი (დილა) – 10, გიორგი ნიქაბაძე (სამგურალი), ულად-ომარ იმრანი (დინამო) – 9, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი) – 8