NBA-ში სუპერფინალის მეორე მატჩში „მაიამიმ“ „დენვერი“ სტუმრად 111:108 დაამარცხა და მოედნის უპირატესობა მიიღო.

ფლორიდელებმა პირველი მეოთხედი 26:23 მოიგეს, მაგრამ მასპინძლები გონს მალევე მოეგნენ. „დენვერი“ მეორე მეოთხედშივე წინ გავიდა და ბოლო მეოთხედამდე ლიდერობდა. დასკვნითი პერიოდის წინ „დენვერი“ 8 ქულით იგებდა – 83:75. თუმცა, ბოლოში ისევ სტუმრები ათამაშდნენ და საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 12 ქულით დაწინაურდნენ.

„დენვერმა“ ზედიზედ ჩაგდებული სამიანებით სხვაობა სამამდე დაიყვანა და ჯამალ მიურეის ბოლო წამზე ნასროლი სამქულიანით მატჩის ოვერტაიმში გადაყვანაც შეეძლოთ, მაგრამ კოლორადოელს მიზანმა უმტყუნა.

„დენვერელ“ ნიკოლა იოკიჩს 41 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, მაგრამ ამით გუნდს ვერ უშველა. სერბი კალათბურთელი უილტ ჩემბერლენის, ქარიმ აბდულ-ჯაბარისა და შაკილ ონილის შემდეგ პირველია, ვინაც სუპერფინალში მინიმუმ 40 ქულასა და 10 მოხსნაზე მეტი გააკეთა.

მაიამელთაგან გეიბ ვინსენტს 23 ქულა ჰქონდა, ჯიმი ბატლერსა და ბენ ადებაიოს 21-21.

სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. ახლა ორ მატჩს მაიამი უმასპინძლებს.