No description available.საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა ამას წინათ სამი ტესტ-მატჩი გამართა და ცხადია, სამივე მოიაზრებოდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპად.

ჰოდა, ისევე როგორც დიდებს, პატარა ბორჯღალოსნებსაც ახასიათებთ ფორმაში თანდათან შესვლა და თამაშის ხარისხის მატჩიდან მატჩამდე, თვალსა და ხელს შუა აწევა.

უმცროსი ბორჯღალოსნები 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას და რადგან ტურნირამდე დიდი დრო აღარ რჩება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლადო კილასონიას მიერ მომზადებული გუნდი ნებისმიერი მეტოქისთვის არათუ ანგარიშგასაწევი, არამედ უსახიფათოესი მეტოქე იქნება.

ასეთი ვარაუდის საფუძველს ჩვენი ბიჭების მოზადების დონე, ფიზიკური ძალა, ტაქტიკური განსწავლულობა და რაც ბოლო მატჩში გამოჩნდა, გაბედულება და სითამაშე  გვაძლევს.

ახლა კი იმ მეტამორფოზის შესახებ, რომელიც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სულ რაღაც რამდენიმე კვირაში განიცადა.

საფრანგეთი – საქართველო 36:5

ჯერ იყო საფრანგეთის უძლიერეს ნაკრებთან დიდი ანგარიშით მარცხი – 5:36.

რადგან ორივე გუნდს მოთამაშეთა საქმეში ხილვა სურდა, თამაში ოთხ 20-წუთიანი ტაიმად დაიყო, ორი ტაიმის შემდეგ დიდი შესვენებით.

ქართველებმა მხოლოდ პირველ 20-წუთეულში გაუწიეს წინააღმდეგობა მასპინძლებს, ხოლო მესამეხაზელმა ნიკა ლომიძემ კარგი ლელო დადო, რომელიც ტოპ 14-ის კლუბ „ბაიონის“ მესვეურებს იმდენად მოწონებიათ, რომ კონტრაქტიც კი გაუფორმეს.

No description available.კიდევ იყო მომენტები, მაგრამ ფრანგები ჩვენს ბიჭებს აშკარად ჯობდნენ – როგორც ფუნქციონალურად, ისე თამაშის ხარისხითაც.

აქ ერთი რამ უეები, რომელთა გუნდები ტოპ 14-ის პლეი-ოფში იბრძვიან. მაგალითად, ირაკლი აფციაური წუხენდა აღინიშნოს – ლადო კილასონიას განკარგულებაში ჯერაც არ არიან წამყვანი მოთამაშლღა გათავისუფლდა, როცა მისმა „გრენობლმა“ ტოპ 14-ში მოსახვედრ პლეი-ოფში „პერპინიანთან“ წააგო. ეს გარემოება ლადოს დიდ თავსატეხს უჩენს – ნაკრებთან ერთად მოსამზადებელი ეტაპების სრულად ჩამტარებელ ბიჭებს დაეყრდნოს თუ გამოცდილ ლეგიონერებს ენდოს? სასიამოვნოა, რომ ამხელა არჩევანი გაქვს, მაგრამ დილემა სერიოზულია…

საფრანგეთიდან უმცროსი ბორჯალოსნები თბილისში დაბრუნდნენ და „ავჭალაძე“ 5-დღიანი ინტერვალით ინგლისელ თანატოლებთან 2 ტესტ-მატჩი გამართეს.

ინგლისელები თბილისში საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვიდნენ, რადგან იქაური ჩემპიონატი უკვე დასრულდა და ახალგაზრდებიც მწრთნელთავის ხელმისაწვდომები გახდნენ.

საქართველო – ინგლისი 36:41

მეტოქემ დასკვნით წუთებზე 9-ქულიანი ჩამორჩენის (27:36) აღმოფხვრა შეძლო და 41:36 იმარჯვა.

ქართველები 75-ე წუთამდე დამაჯერებლად იგებდნენ, მაგრამ გამოუცდელობამ და ზედმეტმა მღელვარებამ საკმაოდ სოლიდური უპირატესობის შენარჩუნების საშუალება წაართვა.

რადგანაც თამაშს მსოფლიო ჩემპიონატისთვის „გახურების“ სტატუსი ჰქონდა, ორივე გუნდის მწვრთნელს შემდგენლობის მუდმივი ცვლის უფლება მიენიჭა და ხშირად ნახავდით თამაშიდან გასულ და კვლავ დაბრუნებულ მოთამაშეებს. ასეა თუ ისე, ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ კილასონია სწორ გზას ადგას

საქართველო – ინგლისი 40:38

და დადგა 1 ივნისიც, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში ჩაიწერება! საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეებმა ინგლისელ თანატოლებს აჯობეს და უამრავ დამარცხებულ ბობოლას მსოფლიოს მრავალგზის ახალგაზრდული ჩემპიონიც წაამატეს.

მართალია, ეს მატჩი სატესტო, ამხანაგური, საწვრთნელი იყო, მაგრამ რაგბი რაგბია და აქ ყველა მატჩში ყველა გუნდი გამარჯვებისთვის იბრძვის და არავის მოუბრუნდება ენა ამ გამარჯვების დასაკნინებლად. თამაშის მერე ქართველებს ისე უხაროდათ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოეგოთ, ხოლო ინგლისელები ისე იყვნენ გულდაწყვეტილები და იმედგაცრუებულები, გეგონებოდა მათ სწორედ ფინალი წაეგოთ.

No description available.რეალურად კი, სხვადასხვა ასაკში ქართველებს ექვსი ბობოლა ერის ექვსივე წარმომადგენელი დამარცხებული ჰყავთ. მათ გარდა ფიჯიც, არგენტინაც და იაპონიაც. წინ ახალი მიზნებია – ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია.

არადა, 1 ივნისს მატჩი „ავჭალაზე“ ქართველთათვის ძალზე უიღბლოდ დაიწყო – უკვე მე-8 წამზე (!) ინგლისელებმა დაგვალელოვეს, ხოლო მე-7 წუთზე ანგარიში უკვე 0:14 იყო. ჰოდა, ამ წერილის თავში ქართველებს სითამამე და გამბედაობა რომ შევუქეთ, ეს სწორედ მათ მიერ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრასა და უპირატესობის მოპოვებაში გამოიხატა. ეს ხომ არ იყო რუმინეთი ან პორტუგალია. ეს იყო ინგლისი! რაგბის სამშობლო და მსოფლიო გრანდი! თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 5 დღის წინანდელ მატჩთან შედარებით ინგლისელებსაც აშკარად მომატებული ჰქონდათ. და მით უფრო დასაფასებელია ჩვენი ბიჭების უტეხობა.

ყოჩაღ, ახალგაზრდა ბორჯღალოსნებო! მადლობა ლადო კილასონიასა და მის შტაბს ასეთი სიხარულისთვის. სამხრეთ აფრიკაში ბიჭები სულ სხვა მენტალობით ჩავლენ – მათ ზუსტად იციან, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს!