No description available.საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპის დაწყებამდე გაძლიერებაზე ზრუნვა აქედანვე დაიწყო და პირველი ტრანსფერიც შეათანხმა – ჩემპიონატში გამოცხდებული პაუზის შემდეგ გუნდის ღირსებას 22 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი დაიცავს.

კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და ბეგიჩიც „თელავს“ უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ამარ ბეგიჩი – 2000 წლის 7 აგვისტოს ზენიცაში (ბოსნია) დაიბადა. ამპლუით ნახევარმცველია, თელავში წამოსვლამდე ბოსნიის ჩემპიონატის კლუბ „ბორაცის“ ღირსებას იცავდა.

ბეგიჩს ბოსნიის ახალგაზრდულ (U-21) ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული, ერთხელ კი ეროვნული გუნდის მაისურაც მოირგო – 2021 წლის 19 დეკემბერს, აშშ-ის ნაკრებთან (0:1) 40 წუთი ითამაშა.