„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება სურს. მის სახელს ასევე პსჟ-ს, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ უკავშირებენ.
ნეაპოლელები ნიგერიელთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას შეეცდებიან.
კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, ოსიმენთან უკეთესი პირობებით ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტს რამდენიმე დღეა ინტენსიურად განიხილავს. ახლა ოსიმენი „ნაპოლიში“ ხელფასად წელიწადში 4,5 მილიონ ევროს იღებს.
გარდა ამისა, დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტში გასაყიდ ფასად 160 მილიონი ევროს ჩაწერას აპირებს. ნიგერიელის მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
2022-2023 წლების სეზონში ვიქტორმა სერია A-ში ნეაპოლიტანელთა შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.