ნეაპოლში ვიქტორ ოსიმენს ახალი მურალი უძღვნეს. ის მხატვარმა რაფო არტმა იმ დასახლებაში შეასრულა, რომელსაც ბაკოლის უწოდებენ და ცენტრიდან 15 კილომეტრშია. ნიგერიელი ნეაპოლელი გულშემატკივრის კერპია, რომელმაც საჩემპიონო სეზონში „სტადიო დიეგო მარადონაზე” ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. კედელზე ოსიმენი ვეზუვის ფონზეა გამოსახული. კომპოზიციას რასაკვირველია ამშვენებს ფარი ციფრით სამი, რაც „აძურის” მიერ მოგებული სკუდეტოების რაოდენობას ნიშნავს.
რაფო არტმა ერთი კვირის წინ ლუჩანო სპალეტის „ფიატ პანდაც” მორთო.