ფინეთსა და ლატვიაში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში კანადა და გერმანია ითამაშებენ.
ორივე გუნდი ნახევარფინალურ მატჩებში აგებდა, მაგრამ… კანადელები ორჯერ აგებდნენ ლატვიასთან, მაგრამ ბოლო პერიოდში სამი შაიბა გაიტანეს და 4:2 მოიგეს.
გერმანიამ კი, სამჯერ შეუტრიალა თამაში აშშ-ს: თავიდან 0:2 ჩამორჩნენ, რაც პირველივე პერიოდში გაათანაბრეს; მეორეში უკვე 2:3 აგებდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გაიტანეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც უკვე გამარჯვების შაიბა შეაგდეს და საჩემპიონო მატჩს ისტორიაში მეორედ ითამაშებენ.
1930 წელს, ფინალში სწორედ კანადამ და გერმანიამ ითამაშეს. მაშინ კანადელებმა 6:1 იმარჯვეს. კანადას 27 საჩემპიონო ტიტული აქვს და თუ დღესაც მოიგებენ, რუსეთს ჩამოიტოვებენ.