ნეაპოლელმა პოპ-ვარსკვლავმა ჯიჯი დ’ალესიომ მისი საყვარელი გუნდის „ნაპოლის” მესამე სკუდეტო პიაცა დელ პლებიშიტოზე კონცერტით აღნიშნა, რომლის დროსაც კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის გარდა სცენაზე გუნდის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მიიპატიჟა. კვარაცხელია მაყურებლებს მიესალმა, შემდეგ კი დაიძახა: ნეაპოლელებო, თქვენ პირველები ხართ! გარემარბის ამ მიმართვამ ქალაქელები, რომლებიც ვერა და ვერ ამთავრებენ ზეიმს, აღტაცებაში მოიყვანა.