UFFICIALE - Micheli e Mantovani tornano al Napoli! Bigon da ...„სპორტიტალიას” საკითხში ჩახედულმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ დაადასტურა, რომ ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ლუის ენრიკესა და „ნაპოლის” წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა.

„ის, რომ „ნაპოლის” წარმომადგენლებსა და ლუის ენრიკეს შორის კონტაქტი იყო, ფაქტია. ამას დასაბუთება აღარ სჭირდება. შუამავალი გახლდათ ყოფილი ფეხბურთელი, კარიერის დასრულების შემდეგ მრავალ ადგილას სპორტულ დირექტორად ნამუშევარი ვალტერ საბატინი. საბატინის გარდა წინასწარ სამუშაობში მონაწილეობდნენ „ნაპოლის” მენეჯერ-სკაუტები მაურიციო მიქელი და ლეონარდო მანტოვანი. კლუბის მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში.

ჯერჯერობით მხარეები არაფერზე შეთანხმებულან. არც დე ლაურენტისს შეუთავაზებია კონკრეტული და ოფიციალური წინადადება. ლუის ენრიკე მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, ის მზად არის ნეაპოლელებთან ყველა საკითხი განიხილოს მაგრამ პედულას თქმით ეს ჯერ სულაც არ ნიშნავს, რომ პროცესებს აუცილებლად დადებითი შედეგი ექნება.

ერთი ფაქტია, რომ პრინციპული მნიშვნელობა ექნება სატრანსფერო ბაზრის თემას. გარდა ამისა, ჯერ თავად დე ლაურენტისს უნდა ლუჩანო სპალეტის ამბავს საბოლოო წერტილი დაუსვას.