გუშინ დილით ვიქტორ ოსიმენი ბერლინში ნახეს. რას ნიშნავს ეს? საერთოდ, როდესაც ოსიმენს და გერმანიას ერთად ახსენებენ, „ბაიერნს” გულისხმობენ. არ არის გამორიცხული, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი გერმანიის დედაქალაქში მიუნხენელებთან მოსალაპარაკებლად ჩასულიყო, თუმცა „ბილდი” წერს, რომ მან შესაძლოა უბრალოდ გაისეირნა.
საინტერესო ფაქტია, რომ ვიქტორის პარტნიორი სტეფანი ვოლფსბურგელია და ცდილობს თავისი შეყვარებული საცხოვრებლად გერმანიაში გადაიყვანოს, სადაც მშობლებთან ახლოს იქნება. მოგეხსენებათ ვიქტორსა და სტეფანის ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც ჰეილი ჰქვია და პაპა-ბებიამ მის აღზრდაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ.