ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე  საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ისევ ერთად შეიყვანეს.

36-ე ტურში, „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა „გენგამს“ გაუტანა და 23 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა, გუნდმა მიქაუტაძის გოლით ვერ ისარგებლა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა (1:1).

ზურიკო დავითაშვილმა კი „ლავალთან“ გაიბრწყინა და გოლთან ერთად, საგოლე გადაცემა ჩაიწერა. სულ დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლია.

სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ბორდო“ 69 ქულით მეორე ადგილზეა და ლიგა 2-ში გადასვლის რეალურია კანდიდატია –  მიქაუტაძის „მეცი“ კი მესამე პოზიციაზეა და „ბორდოს“ სამი ქულით ჩამორჩება.