ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო წუხელ, ესპანეთის პრიმერაში მომხდარ ახალ რასისტულ სკანდალს გამოეხმაურა, რომელიც 35-ე ტურში „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის (1:0) მატჩისას ატყდა. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა მადრიდელ თავდამსხმელ ვინისიუსს და მსგავს სიტუაციებთან გამკლავების პროცედურა გამოაქვეყნა.
„სრულად ვუჭერ მხარს ვინისიუსს. ფეხბურთში და საზოგადოებაში რასიზმის ადგილი არ არის და ფიფა სოლიდარულია ყველა მოთამაშის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. ის, რაც „ვალენსიასა“ და „რეალის“ მატჩისას მოხდა, დაუშვებელია.
მსგავს სიტუაციებზე რეაგირებისას ფიფას მიერ დაფინანსებულ შეჯიბრებებში არსებობს სამსაფეხურიანი პროცესი: პირველი – მსაჯმა უნდა შეწყვიტოს მატჩი საჯარო გამოცხადებით; მეორე – მოთამაშეები ტოვებენ მოედანს, დიქტორი აცხადებს, რომ თუ შეურაცხყოფა გაგრძელდა, მატჩი შეჩერდება და მოგვიანებით განახლცდება; მესამე – თუ ხრიკები გაგრძელდა, მატჩი ჩერდება და მეტოქეს სამი ქულა მიეკუთვნება.
ეს არის წესები, რომლებიც უნდა დაიცვან ყველა ქვეყანაში და ყველა ლიგაში.
ცხადია, თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ წესრიგი განათლების საშუალებით,“ – წერს ინფანტინო სოციალურ ქსელში.