USA upset defending champions Finland to open men's ice hockey worlds | Ice  hockey | The Guardianფინეთში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. თუმცა, უკვე ცნობილია 6 გუნდი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებს. A ჯგუფს 18 ქულით აშშ ლიდერობს – ოკეანისგაღმელებმა 6-დან 6 მოიგეს.
ამერიკელებმა მიყოლებით დაამარცხეს ფინეთის, უნგრეთის, გერმანიის, ავსტრიის, დანიისა და საფრანგეთის ნაკრებები. ერთადერთი დარჩენილი მატჩი შვედეთთან აქვს და ჯგუფის პირველადგილოსანიც გაირკვევა. სკანდინავიელებსაც ყველა მოგება აქვთ, მხოლოდ ფინეთი ოვერტაიმში (რაც 2 ქულად ფასობს) დაამარცხეს და ამერიკელებს ამით ჩამორჩებიან. ამერიკამდე შვედეთი დანიასაც უნდა გაეჯიბროს. მესამე ადგილზე ფინეთია და სწორედ ამ სამეულმა გაინაღდა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ ფინელებმა ლიდერებთან წააგეს, სხვებს მოუგეს და საქმე წინ გაიგდეს. ფინეთის მომდევნო მატჩი დანიასთან აქვს. ამ ჯგუფში კი, მეოთხე გამსვლელი ადგილისთვის ორი გუნდი იბრძვის: გერმანიამ სტარტზე სამივე მატჩი წააგო, ამჟამინდელ ზედა სამეულთან, მაგრამ ზედიზედ სამი მოიგო და 9 ქულით მეოთხეა. ამასთან, ბოლო ტურში საფრანგეთს ეთამაშება, ვისთანაც ფავორიტად მიიჩნევა. გერმანელებთან ბრძოლა მოუწევთ ასევე 3 მატჩის მომგებ დანიელებს.
2023 IIHF Ice Hockey World Championship: Slovakia vs. Latvia-Xinhuaთუმცა, სკანდინავიელებმა ერთი ოვერტაიმში მოიგეს და ქულით ნაკლები აქვთ. ნაკლები აქვთ თამაშიც. ერთია, დარჩენილ ორ შეხვედრაში (შვედეთი და ფინეთი) აუტსაიდერია. თუმცა, ორივე მეტოქეს განაღდებული აქვს შემდეგ ეტაპზე თამაში. დარჩენილი სამი ნაკრები ერთმანეთში არკვევს ურთიერთობას: უნგრეთმა საფრანგეთს ოვერტაიმში მოუგო, საფრანგეთმა ასევე ოვერტაიმში ავსტრიას სძლია. ბოლო ტურში ავსტრია-უნგრეთია და საბოლოო ადგილები განაწილდება.
B ჯგუფს მოულოდნელად შვეიცარიის ნაკრები ლიდერობს – 6-დან 6 მოგება: ჩეხეთი, კანადა, სლოვაკეთი, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი. დარჩა ერთი მატჩი, ლატვიასთან. მეორე ადგილზე ჩეხეთია 13 ქულით და ბოლო ტურში 11 ქულით მესამე ადგილზე მყოფ კანადას ეთამაშება. ეს სამეული შემდეგ ეტაპზეა. მეოთხე ადგილს ლატვია (11 ქულა) და სლოვაკეთი (8 ქულა) ეცილებიან. სხვაობის მიუხედავად, უპირატესობა სლოვაკეთს აქვთ, რომელიც ბოლო ტურში აუტსაიდერ ნორვეგიას ეთამაშება, ხოლო ლატვია ლიდერ შვეიცარიას. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა სლოვაკებს აქვთ, რადგან ერთმანეთში ჯობნიან. როგორც A ჯგუფში სამი სტატისტი აქაც არის – ნორვეგია, ყაზახეთი, სლოვენია…