ეროვნულ ლიგას სამგურალი და ბათუმი ლიდერობენ

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამგურალის“ 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია დამთავრდა, თუმცა მოწინააღმდეგეც ყოჩაღი ჰყავდა – „ბათუმი.“ თამაში თანაბარი გამოდგა და სამართლიანად დამთავრდა – 1:1. ახლა მათ 32-32 ქულა მოაგროვეს და ზღვისპირელები ისევ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით (ბურთების ბალანსი, ურთიერთშეხვედრები) ლიდერობენ.

აი, „დინამო“ კი მეოთხე ადგილამდე დაეშვა. ბოლო ოთხ ტურში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ „შუქურასთან“ უცნაური 4:4 ითამაშეს და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დააფიქრეს – მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება და ასეთი დაცვით…

საერთოდ, ბოლო დროს რაღაც „ტრადიციად“ დამკვიდრდა, რომ მაის-ივნისში „დინამო“ ცუდ ფორმაშია ხოლმე. მწვრთნელები იცვლებიან, ვითარება კი – არა. ასე იყო შარშანაც და შარშანწინაც, შედეგებზე არაფერს ვიტყვით…

მესამე საფეხური კი ომარ თეთრაძის „საბურთალომ“ დაიკავა, რომელსაც 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ყოჩაღობს „დილაც“ – ანდრი დემჩენკოს შეგირდები 7 ტურია აღარ დამარცხებულან, აქიდან 5 შეხვედრა მოიგეს. მათმა 23 წლის მცველმა, თორნიკე ძოწენიძემ კი „სამტრედიასთან“ მიმდინარე ჩემპიონატის მე-200 გოლი გაიტანა.

„თელავმა“ კი ორთვენახევრის თავზე პირველად მოიგო – „ტორპედო“ დაამარცხა მინიმალური ანგარიშით. ორივე გუნდს სამწვრთნელო პრობლემები აქვს. კახელებს მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მესამე დამრიგებელი ჰყავთ, გიორგი მიქაძე დაუბრუნდათ, ქუთაისელებს კი ამიერიდან შოტლანდიელი სპეციალისტი, სტივ კინი გაწვრთნის.

გაგრა 1:2 საბურთალო

0;1, 0:2 ტაბატაძე (9 პენ, 34 პენ), 1:2 ოდიშელიძე (90)

სამტრედია 1:2 დილა

0:1 ძოწენიძე (11), 0:2 გაგნიძე (33), 1:2 დათო კირკიტაძე (70)

სამგურალი 1:1 ბათუმი

0:1 ნიქაბაძე (11), 1:1 მამუჩაშვილი (32 პენ)

თელავი 1:0 ტორპედო

1:0 ვიტინიო (90+1)

დინამო 4:4 შუქურა   (გორში)

1:0 იმრანი (3), 2:0 კალანდაძე (6), 2:1 სარდალიშვილი (14), 2:2 მუჯირი (29), 2:3 სარდალიშვილი (38), 3:3 ხარაიშვილი (52), 4:3 გონსალვესი (83), 4:4 მუჯირი (87)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 9, ტიერი გეილი (დილა), გიორგი ნიქაბაძე (სამგურალი) – 8, ულად-ომარ იმრანი, ზორან მარუშიჩი  (ორივე – დინამო) – 7, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი), იური ტაბატაძე (საბურთალო) – 6