VIDEO Čisté šialenstvo na Tehelnom poli! Slovan proti Bazileju neudržal  dvojgólový náskok | Športky.skსლოვაკეთის ჩემპიონატის „ფორტუნა ლიგაში“ ბრატისლავის „სლოვანმა“ სტუმრად „ბანსკა ბისტრიცა“ 2:1 დაამარცხა, ორი ტურით ადრე სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა და ზედიზედ მეხუთედ გახდა ქვეყნის საუკეთესო გუნდი.

ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (72 წუთი ითამაშა) დააყენა, გურამ კაშია კი მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა.

საბოლოო ჯამში ბრატისლავის „სლოვანმა“ 69 ქულა დააგროვა, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, „დუნაისკა სტრედასთვის“ (64) მიუწვდომელი გახდა.

გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასთვის სლოვაკეთში ეს ზედიზედ მეორე ჩემპიონობაა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონის ოქროს მედალს პირველად მიიღებს.

შეგახსენებთ, ჩვენებიდაან უცხო ქვეყნის ჩემპიონი ამ სეზონში პირველი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც იტალიური სკუდეტო ორი კვირის წინ გაიფორმა.