ნეაპოლში ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსი, U2-ს ვოკალისტი ბონო ჩავიდა. ის ყოფილი მსაჯისა და ამჯერად რესტორატორის მიქელე ჯულიანოს რესტორან Mimì alla Ferrovia-ს ეწვია. 10 მაისს ბონოს დაბადების დღე იყო. 63 წლის გახდა.
„გუშინ მე ბონოს ვუმასპინძლე, — მოყვა ჯულიანომ, — ის ნეაპოლური სულით გაიჟღინთა. ნეაპოლურად იმღერა კიდეც. ჩვენ სხვა დიდი ვარსკვლავისთვის, სტინგისთვისაც გაგვიწევია მასპინძლობა, მაგრამ ბონო შეუდარებელი იყო. ის ნეაპოლში იმიტომ ჩამოვიდა, რომ წიგნს წერს და სურს ქალაქი უკეთ გაიცნოს. შაბათს სან კარლოში კონცერტიც აქვს. ჩვენ მისთვის დიდი ბაბა მოვამზადეთ და შიგ სანთელი ჩავარჭეთ. მან სანთელი ჩააქრო, შემდეგ დაჯდა და ადგილიდან ცეკვავდა, თავის ხელსახოცს აფრიალებდა. მინდოდა დროშა მიმეცა, მაგრამ ვიფიქრე ცუდად არ გაიგოს, მეთქი. ის იძახდა „ფორცა ნაპოლი” და სულ ოსიმენს ახსენებდა. მან თქვა: „მე არასდროს გავხდები „იუვენტუსის” ფანი.
ჩვენ არ ვიცოდით, ბონო თუ გვეწვეოდა. წინასწარ არ მოვმზადებულვართ. მის შესახებ საღამოს გავიგეთ, ხუთს ოცი რომ აკლდა. რესტორნის გარეთ კი ხალხი იცდიდა, რათა მასთან სურათი გადაეღო”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
