გერმანიულ დიუსელდორფში ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოავლინა. 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გასამართ სადებიუტო ევროპიც ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში შვედეთთან, ნიდერლანდებსა და ბოსნიის ნაკრებთან ერთად ითამაშებს.
A ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, ჩრ. მაკედონია, შვეიცარია
B ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი
C ჯგუფი: ისლანდია, უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო
D ჯგუფი: ნორვეგია, სლოვენია, პოლონეთი, ფარერები
E ჯგუფი: შვედეთი, ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო
F ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი