ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ში ოცდამესამე გოლი გაიტანა. ეს მოხდა „ფიორენტინასთან” შეხვედრაში, პენალტით, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დაინიშნა. ნიგერიელის დარტყმამ „ნაპოლის” გამარჯვება მოუტანა, თუმცა მანამდე ოსიმენს კიდევ ჰქონდა ერთი გოლის გატანის შესაძლებლობა, ისიც პენალტით, რომელიც ფლორენციელთა მეკარემ პიეტრო ტერაჩიანომ მოიგერია.

„ჟელინსკის ვთხოვე მეორე პენალტის დარტყმა ჩემთვის დაეთმო. მინდოდა შეცდომა გამომესწორებინა, — თქვა ოსიმენმა, შემდეგ კი დასძინა, — ამიერიდან კონცენტრირებული ვიქნები. შევეცდები სეზონის დასრულებამდე რაც შეიძლება მეტი გავიტანო. ახალი ბანერი საგანგებოა. მასზე გამოსახულია სკუდეტო, ჩემი ინიციალები და ნიგერიის დროშა. ეს არასდროს წაიშლება, სამუდამოდ დარჩება”.

Victor Osimhen of SSC Napoli scores the opening goal from a second half penalty during the Serie A match between SSC Napoli and ACF Fiorentina at...