საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – გუნდს 43 წლის სპეციალისტი გიორგი მიქაძე გაწვრთნის
მიქაძისთვის „თელავი“ უცხო კლუბი არ არის, ის გუნდს ორი წლის წინაც წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებით მუშობდა.
ახალ მწვრთნელს თანაშემწეებად სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე და გიორგი მაკასარაშვილი ეყოლება, მეკარეებს ისევ თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის, ხოლო ანალიტიკოსად ანდრო გიორგობიანი იმუშავებს.