
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შემდეგ ორი გუნდი უმწვრთნელოდ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლო ტურში „სამტრედია“ მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა, კლუბი ხელმძღვანელობამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კახა ჩხეტიანი პოსტიდან გაათავისუფლა.
„ტორპედო“ მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება „ტორპედოს“ ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია“, – წერია სიტყვა-სიტყვით ქუთაისის „ტორპედოს“ პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
***
ხანმოკლე აღმოჩნდა „თელავის“ მწვრთნელის პოსტზე სომეხი სპეციალისტის ვარდან მინასიანის მუშობაც. ამ პოსტზე მინასიანი 23 მარტს დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი ფრედ ითამაშა და 5 წააგო, მინასიანმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ მწვრთნელთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მის ვინაობას „თელავი“ უახლოეს მომვალში გამოაცხადებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
