ფრანგულმა ვებ გვერდმა maligue2.fr საფრანგეთის ლიგა 2-ის აპრილის საუკეთსო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.
გამოკითხვაში ვებგვერდის რედაქტორები და მკითხველები მონაწილეობდნენ, მათი ხმების უმრავლესობა ქართველმა ფორვარდმა მიიღო და გასულ თვეში საუკეთესოდ დასახელდა.
„აპრილში გიორგი მიქაუტაძემ 6 გოლი გაიტანა და მისი დიდი დამსსახურებაა, რომ „მეცი“ ჯერ კიდევ იბრძვის საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზურისთვის. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ვებ გვერდის რედაქტორიებისა და მკითხევიებისგან ყველაზე მეტი ქულა დაიმსახურა, გადაასწრო ჯოშ მაჟას („ბორდო“), ნილს ნკუნკუს („სენტ ეტიენი“), ილან კებალას („პარიზი“) და დამსახურებულად მოიპოვა აპრილის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო“, – წერს გამოცემა.
აქვე გეტყვთ, რომ ამავე გამოცემამ აპრილის საუკეტესო მწვრთნელად „მეცის“ თავკაცი ლასლო ბელენი დაასხელა.