„სან სიროზე”, „მილანისა” და „ლაციოს” შეხვედრის მე-11 წუთზე სამოცდაათი ათას ადამიანზე მეტი გაირინდა, როდესაც მილანელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ საზარდულზე ხელი მოიკიდა და სახეზე ტკივილი აესახა. ეს მოხდა, მას მერე, რაც მარცხენა გარემარბმა საფირმო გარღვევა შეასრულა. სტეფანო პიოლიმ და მისმა თანაშემწეებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს პორტუგალიელი — ოთხშაბათს, იმავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, „დერბი დელა მადონინა” ანუ „მილანი” „ინტერის” წინააღმდეგ.
გულშემატკივარი სხვებზე ადრე თავად ლეაომ გაამხნევა, რომელმაც სტადიონიდან გასვლის შემდეგ თქვა: „სერიოზული არაფერია. თავს კარგად ვგრძნობ”. ფეხბურთელის ნათქვამი თავად პიოლიმაც დაადასტურა, თუმცა მეტი სიფრთხილე გამოიჩინა და დასძინა, რომ გარემარბს საფუძვლიან გამოკვლევებს კვირას ჩაუტარებენ და დანარჩენი ამის მიხედვით გადაწყდება. ერთი შეხედვით კუნთის გადაღლას ჰგავს, მაგრამ ნათელი სურათი მხოლოდ 18-24 საათის შემდეგ გამოჩნდებაო, თქვა „როსონერის” მწვრთნელმა.
მილანელთა ბანაკში სასტარტო შემადგენლობა რაფა ლეაოს გარეშე არავის წარმოუდგენია, მაგრამ როგორც ამბობენ, პორტუგალიელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ის სრულიად ჯანმრთელი იქნება. სხვა შემთხვევაში მისი მოედანზე გასვლა რისკთან იქნება დაკავშირებული. თუ „ინტერთან” შეხვედრაში ლეაოს ტრავმა გაუმიზეზდება, შესაძლოა სერია A-ს დარჩენილი ტურების და ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის გამოტოვება დასჭირდეს.
იმ შემთხვევაში, თუ რაფას ტრავმა მოედანზე გასვლის შესაძლებლობას არ მისცემს, „როსონერი” მარცხენა ფრთაზე ხორვატ ანტე რებიჩს ათამაშებს. მწვრთნელებს იმედი აქვთ, რომ ნახევარფინალის აჟიოტაჟი რებიჩს დამატებით სულს შთაბერავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
