„მარადონაზე” თითქმის ყველა ადგილი გაყიდულია. ძალიან ცოტა დარჩა — ყველაზე იღბლიანთათვის. მერე რა, რომ ხვალ, „უდინეზესა” და „ნაპოლის” შეხვედრა თუ საავტომობილო გზით ვიანგარიშებთ 841, ხოლო ჰაერით 586 კილომეტრის მოშორებით გაიმართება. ნეაპოლელები მაინც თავიანთ სტადიონზე იკრიბებიან, სადაც მათ გიგანტურ ტელეეკრანებს დაუმონტაჟებენ. ბილეთის ფასი სიმბოლურია — 5 ევრო. შეკრებილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
„დიეგო მარადონა” 55 ათას გულშემატკივარს იტევს, თამაშის ტრიბუნიდან ნახვის მსურველი კი 77 ათასია.