ფილიპინების დედაქალაქ მანილაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ჩვენთვის სადებიუტო მონდიალზე ილიას ზუროსის გუნდი F ჯგუფში ურთიერთობას სლოვენიის, ვენესუელასა და კაპო ვერდეს ნაკრებებთან გუნდებთან გაარკვევს. ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება. მთლიანად ჩემპიონატს კი, იაპონელებთან ერთად ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს.
წილისყრის სრული შედეგები ასეთია:
A ჯგუფი: ანგოლა, დომენიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია
B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო რიკო
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია
F ჯგუფი: სლოვენია, კაპო ვერდე, საქართველო, ვენესუელა
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი
მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება. მანილა ოთხი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს, ოკინავა და ჯაკარტა კი – ორ-ორის.