ტვიტერის გვერდი „ნაპოლი ნიუზ კორეა” წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი კიმ მინ-ჯაე ივნის-ივლისში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის. ეს ცნობა მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე ამბობდნენ, რომ როგორც აზიური თამაშების ჩემპიონს მას ეს სამკვირიანი შეკრება არ უნდა შეხებოდა.

ხსენებულ შეკრებაზე კიმს სხვების მსგავსად გაატარებენ აუცილებელ მომზადებას, რათა საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს ემსახუროს. ზუსტად ასეთი წვრთნა გაიარა 2020 წელს „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ვარსკვლავმა სონმა.

საინტერესოა, იმოქმედებს თუ არა სამხედრო წვრთნის ფაქტი კიმის სატრანსფერო საქმეებზე. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ მცველს „ნაპოლიმ” გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევრო დაადო.

Min-Jae Kim , Khvicha Kvaratskhelia of Napoli during a training session on February 28, 2023 in Naples, Italy.