მსვლელობისას რამდენიმე წამყვანმა მოთამაშ„შავმა ლომმა“ თავისი სამხრეთამერიკული ტურნეს მეოთხე მატჩი „სუდამერიკანა XV“-თან 24:28 წააგო და მისი მოგზაურობის ჯამური ანგარიშიც გათანაბრდა – 2:2.
ცხადია, მარცხი ყოველთვის უსიამოვნოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტურნეს ყველა მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ.
ასე მოხდა ამჯერადაც, ოღონდ ლევან მაისაშვილს ამ ექსპერიმენტების გაკეთება იძულებით მოუხდა, რადგან ტურნესემ ტრავმა მიიღო და მათი ადგილის დაკავება ახალბედებს მოუწიათ.
თამაში თანაბარი იყო, უამრავი ლამაზი ეპიზოდით და ოდნავი სათამაშო თუ საშემსრულებლო უპირატესობა მაინც ქართველთა მხარეს იყო. ამდენად, ანგარიში არ ასახავს რეალობას. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ რეფერიმ „შავ ლომს“ 5 თუ 6 ლელო გაუუქმა, ერთიც მასპინძლებისა არ ჩაითვალა და ყველა, როგორც ქართველების, ისე ამერიკელების ანულირებული ლელო იყო უაღრესად ლამაზი – ხელდახელ კომბინაციების მსვლელობისას ან დასკვნით სტადიაზე რეფერი რაღაც ხარვეზებს იმიზეზებდა.
ზოგჯერ მსაჯის გადაწყვეტილება სამართლიანად გამოიყურებოდა, ზოგჯერ – სადავო. თუმცა, ასეა თუ ისე, რეფერიმ ორივე გუნდს 4-4 ლელო ჩაუთვალა, რომელთაგან ამერიკელებმა ყველა უნაკლოდ გარდასახეს, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა და ლუკა მატკავამ თითო კონვერსაცია ააცილეს და ანგარიშში ჩამორჩენაც ამან განაპირობა.
როგორც ყოველთვის, აკა ტაბუცაძემ ფლანგზე ამჯერადაც გაინავარდა და ორივე ტაიმის დებიუტში თითო ბრწყინვალე ლელო დადო. კიდევ თითოჯერ თავი ლუკა ივანიშვილმა და დემე თაფლაძემ გამოიჩინეს და ეს ლელოებიც ულამაზესი გამოვიდა.
ეს იყო და ეს. ბოლო მატჩამდე კი შემდეგი რეზიუმეს გაკეთება შეიძლება: სამხრეთამერიკული ტურნე „შავი ლომისთვის“ აშკარად სასარგებლოდ გამოიყურება – გუნდი გაცილებით სწრაფად ათამაშდა, გამოჩნდა ახალი სახეები, შეიქმნა სიღრმე აქამდე პრობლემურ პოზიციებზე და დაიხვეწა ახალი კომბინაციები, რაც ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება.
შემდეგი და ტურნეს დასკვნითი მატჩი 6 მაისს 22 საათზე დაიწყება. მეტოქე – ურუგვაის ნაკრების საბაზო ფრენჩაიზი მონტევიდეოს „პენიაროლი“.