Stanislav Lobotka of SSC Napoli in action during the Serie A football match between Juventus FC and SSC Napoli at Juventus stadium. Turin , April...მარეკ ჰამშიკი „ნაპოლიში” 2007-19 წლებში თამაშობდა. დღეს ის „პარტენოპეელთა” სკუდეტოს გულშემატკივრებთან ერთად ელის. „ტრაბზონსფორის” ნახევარმცველმა „ილ მატინოს” ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა:

„ვინ მოთვლის რამდენჯერ მიცდია წარმომედგინა ის ბედნიერი წუთი, როდესაც „ნაპოლი” სკუდეტოს მოიგებდა. ეს ნეაპოლისთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ადგილობრივთათვის „ნაპოლი”. ყოველთვის, როდესაც გულშემატკივრებს ვხვდებოდი, ისინი მეუბნებოდნენ: ჩვენ სკუდეტო უნდა მოვიგოთ”. ახლა ყველას აუხდება ოცნება. მიხარია ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან, ექიმებთან, კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელი ბაზის თანამშრომლებთან ერთად. ეს თითოეული მათგანის გამარჯვებაა”.

შემდეგ ჰამშიკმა თანამემამულეზე სტანისლავ ლობოტკაზე თქვა ორიოდ სიტყვა: „ჩემი აზრით ამ სეზონში „ნაპოლის” MVP ლობოტკაა. მერწმუნეთ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ისიც ჩემსავით სლოვაკია. „ნაპოლი” მისმა ნიჭმა, ცივსისხლიანობამ და უნარებმა გაქაჩა. ის რომ „აძურიში” თამაშობს არის, ჩემი დამსახურებაა.

…ტყუილია, თითქოს დე ლაურენტისს სკუდეტოს მოგება არ უნდოდა. ის მოწადინებული იყო. მახსოვს, როგორი ბედნიერი იყო, როდესაც იტალის თასს ან სუპერთასს ვიგებდით. წარმომიდგენია რას განიცდის ახლა.

…სეზონის ბოლოს ფეხბურთის თამაშს თავს თუ დავანებებ? ვერ გეტყვით. ამაზე ფიქრი ახლა არ მინდა. ჯერჯერობით „ტრაბზონსფორზე” ვარ კონცენტრირებული. ივნისში კი შეიძლება ნეაპოლშიც ჩავიდე. ფანებს ვიცნობ და ვიცი, რომ ჯერ კიდევ შუა ზეიმში იქნებიან”.