პსვ-ის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ჩავი სიმონსმა, რომელიც მანამდე ფრანგულ პსჟ-ში თამაშობდა, პარიზული კლუბის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, ფრანგმა მას ასწავლა, რომ ასაკს ყურადღება არ მიაქციოს, ფეხბურთში მას მნიშვნელობა არ აქვს.
„მბაპე? ხშირად ვსაუბრობდით. მეუბნებოდა: ფეხბურთში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუ 21 წლის სჯობს 25 წლისას, უმცროსი ითამაშებს. ამას ვამტკიცებ ყოველთვისო,“ – ამბობს სიმონსი.
20 წლის სიმონსი პსვ-ს გასულ ზაფხულს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. მიმდინარე სეზონში 43 მატჩში ნახევარმცველმა 18 ბუთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.