საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ახალ ოლიმპიურ სასახლეში შვეიცარიას დაუხვდა და 19:26 დამარცხდა… არადა, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილ გუნდს რომ მოეგო, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დიდი შანსი რჩებოდა.
ჩვენებმა კარგად დაიწყეს და 10 წუთის თავზე 6:4 დაწინაურდნენ. თუმცა, ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო დაწინაურება. მომენტები კი იყო: ჩვენებმა ორჯერ ვერ გაიტანეს ცარიელ კარში; გააცუდეს 7-მეტრიანი; ვერ გამოიყენეს პირისპირ გასვლა და ტაიმი – 10:14 წააგეს.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდეს და დამსახურებულადაც მოიგეს. ჩვენს გუნდს სათამაშო კიდევ ერთი მატჩი დარჩა – უნგრეთთან, სტუმრად. მოგების შემთხვევაში ჩვენებს ევროპაზე მოხვედრის შანსი კი ექნებათ, მაგრამ მადიარებთან გამარჯვება უფრო ფანტასტიკის სფეროდან არის…