ნეაპოლის მუნიციპალიტეტმა სერია A-ს „სალერნიტანასთან” თამაშის ერთი დღით გადატანა სთხოვა. საქმე ის არის, რომ 32-ე ტურის მატჩი „დიეგო მარადონაზე” შაბათს, 29 აპრილს უნდა გაიმართოს. თუ მოვლენები „პარტენოპეელთა” სასარგებლოდ წარიმართება ანუ „ნაპოლი” „სალერნიტანასთან” მოიგებს, ხოლო „ინტერი” თავის მხრივ „ლაციოს” აჯობებს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი ამ უქმეებზევე გახდებიან ჩემპიონები. ჩემპიონობას კი ზეიმი უხდება, მაგრამ ვაგლახ — „ინტერისა” და „ლაციოს” შეხვედრა კვირას, 30 აპრილს არის დანიშნული.
სერია A-ს შეფებმა კამპანიელებს თხოვნაზე უარით უპასუხეს. მათ განმარტეს, რომ მატჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანდნენ, საზოგადოებრივ წესრიგს სერიოზული ხიფათი რომ ემუქრებოდეს. გარდა ამისა, ჩემპიონატის კალენდარი მეტად მჭიდროა — „ნაპოლი” შემდეგ თამაშს ისედაც მალე, სამშაბათს, 2 მაისს ატარებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
