37 წლის მეკარე ემილიანო ვივიანო, რომელსაც კარიერის განმავლობაში უთამაშია „ბრეშაში”, „ბოლონიაში”, „პალერმოში”, „ფიორენტინაში”, „სამპდორიასა” და სხვა გუნდებში, მათ რიცხვში იტალიის ნაკრებში, „იუვენტუსისთვის” 15 ქულის ჩამორთმევა-დაბრუნების ამბავს იტალიურ კლოუნადას უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ „ბებერ ქალბატონს” ფინანსური დარღვევების გამო 15 ქულა დააკლეს, ორიოდ დღის წინ კი დაკლებული ქულები დაუბრუნეს და ტურინელები მე-3 ადგილზე აღმოჩნდნენ, რაც „რომას”, „მილანსა” და „ინტერს” მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაში საქმეს ურთულებს.

Tv Play di Calciomercato-თვის მიცემულ ინტერვიუში ვივიანომ თქვა: „მყარად ვდგავარ ჩემს მოსაზრებაზე, რომ ეს ნამდვილი იტალიური ფარსია. იმიტომ კი არა, რომ „იუვენტუსს” ქულები დაუბრუნეს, სხვა რამეს არც ველოდი, არამედ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს დასრულების მერე უნდა მიეღოთ. მას მერე, რაც გაირკვეოდა, უდანაშაულოა ეს კლუბი თუ დამნაშავე. ასე კი დამახინჯდა ჩემპიონატი, გოლები, პროგრამა, ყველაფერი. ამგვარ რაღაცებს ვერ ვეგუები”.

Juve sentence, an 'Italian-style clown'.  Viviano: "So they distort the championship"