საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ამ დროისთვის პირველ ადგილზე იმყოფება.

ჩვენმა გუნდმა ისლანდიასთან მოგების შემდეგ ისრაელის ნაკრებს მოუგo – 7:3. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთში მხოლოდ ერთხელ ეთამაშათ – 2019 წელს და მაშინ ისრაელის ნაკრებმა სწორედ ასეთივე ანგარიშით მოიგო.

არადა, საქართველოს ნაკრები ჯერ 0:2 ჩამორჩა, შემდეგ გაათანაბრა, მაგრამ ისევ ჩამორჩა. თუმცა, ეს იყო ისრაელის ნაკრების ბოლო დაწინაურება. შემდეგ ჩვენებმა 4 უპასუხო შაიბა შეაგდეს და, ჯერჯერობით, გალიდერდნენ.