„ჩელსის“ დროებითმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა უპასუხა კითხვას, დაზარალდა თუ არა მიმდინარე სეზონში კლუბის რეპუტაცია და აღნიშნა, რომ გუნდი სძულდათ, როდესაც მას რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი ფლობდა.
„არ მაინტერესებს ხალხი რას ფიქრობს ჩვენზე, როგორც კლუბზე. აბრამოვიჩის მმართველობის პირველ წლებში მგონი ყველას ვძულდით, მაგრამ მაინც ვიმარჯვებდით. ახლა ვცდილობთ ვიყოთ გუნდი, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და ესმით, რისი მიღწევა სურთ. თუმცა ამ დროისთვის ეს ასე არ არის,” – გულახდილად თქვა ლემპარდმა.
მიმდინარე სეზონში „ჩელსიმ“ ორი მწვრთნელი გაათავისუფლა. პირველი იყო თომას ტუხელი, მეორე კი – გრეჰემ პოტერი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
