„ბრაიტონის“ არგენტინელი ნახევარმცველი ალექსის მაკ ალისტერი ლონდონის „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ინტერესის სფეროში მოექცა.
ორივე კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებისას ბოლო კვირებში გააქტიურდა. ლონდონელებს სურთ ხელახლა შექმნან მაკ ალისტერ-ენცო ფერნანდესის წყვილი. ნახევარმცველები არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
24 წლის მაკ ალისტერი „ბრაიტონში“ 2020 წლიდანაა. შუახაზელმა ინგლისური კლუბის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელის კონტრაქტი ბრაიტონთან 2025 წლამდეა გათვლილი.