Hirving Lozano of SSC Napoli turns away from Ismael Bennacer of AC Milan and Rade Krunic of AC Milan looks on during the UEFA Champions League...მასიმო ამბროზინი 1995-2013 წლებში „მილანში” თამაშობდა, ოთხშაბათის შეხვედრის შემდეგ („მილანი” – „ნაპოლი” 1:0) კი თავი შეგვახსენა — ნეაპოლელთა მარჯვენა გარემარბის, მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შესახებ თქვა „მყვინთავიაო”, რის გამოც მობოდიშება მოუხდა. ამბროზინის ნათქვამმა „აძურის” გულშემატკივარი გააღიზიანა.

„ვწუხვარ, ნეაპოლელებმა ჩემი ნათქვამი საწყენად რომ მიიღეს. „ნაპოლის” ყოველთვის პატივს ვცემდი. მესმის ფანების, მათი სიყვარულის თავიანთი გუნდის მიმართ. კარიერაში ადრეც მქონია მომენტები, როდესაც ჩემი ნათქვამი სწორად ვერ გაუგიათ. მე ლოსანო სიმულანტობაში არ დამიდანაშაულებია, უბრალოდ ვთქვი, რომ ის ხანდახან ძალიან იოლად ეცემა, — თქვა ყოფილმა ნახევარმცველმა და განაგრძო, — სპალეტის გუნდმა პირველ წუთებში ძალიან კარგად ითამაშა. ჩემი აზრით, „ნაპოლისთვის” ყველაზე ცუდი წაგება კი არა, ის არის, რომ საპასუხო თამაშში კიმი და ანგისა არ ეყოლება. სტუმრებმა მილანელებს ხარისხიანი წინააღმდეგობა გაუწიეს. თუკი „მარადონაზე” ოსიმენი ითამაშებს, შეხვედრა განსაკუთრებული გამოვა. ეს იქნება ნამდვილი ორომტრიალი. რაც შეეხება მსაჯობას, ვფიქრობ, ის პირველი ტაიმის შემდეგ შეიცვალა. მსაჯს მილანელები ლეაო და კრუნიჩიც უნდა გაეფრთხილებინა. ანგისას მეორე ყვითელი უიღბლობა იყო, კიმი კი უბრალოდ გულუბრყვილოდ მოიქცა”.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, 18 აპრილს, ნეაპოლში გაიმართება.