„ბრაიტონის“ არგენტინელი ნახევარმცველი ალექსის მაკ ალისტერი ლონდონის „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ინტერესის სფეროში მოექცა. ორივე კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებისას ბოლო კვირებში გააქტიურდა. ლონდონელებს სურთ ხელახლა შექმნან მაკ ალისტერ-ენცო ფერნანდესის წყვილი. ნახევარმცველები არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. 24 წლის მაკ ალისტერი „ბრაიტონში“ 2020 წლიდანაა. შუახაზელმა ინგლისური კლუბის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი...
ღუდუშაურის 100 და თანაბარი ლიდერები
„დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ფეხშეწყობილად ლიდერობენ და მათი თანაბრობა უშუალო მატჩმაც დაადასტურა. ფრე – 2:2. მასპინძელი ბათუმელები 24-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა კი მეორე შეაგდო – ძალიან ლამაზი გამოუვიდა. შეხვედრის საკვანძო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის გაძევება...
რუმინელებმა სპალეტის შეუტიეს
ჩემპიონთა ლიგაში, „მილანისა” და „ნაპოლის” პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის (1:0) მსაჯობამ გულშემატკივართა შორის ვნებათაღელვა გამოიწვია. იტალიურ მედიაში მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც რუმინელ მსაჯს იშტვან კოვაჩს „ნაპოლის” საწინააღმდეგო შეცდომებში დასდეს ბრალი, თუმცა მრავლად იყვნენ ისეთებიც, ვინც კოვაჩის გადაწყვეტილებები სამართლიანად მიიჩნია. კოვაჩს სამშობლოში გამოესარჩლნენ. რუმინულმა „გაზეტა სპორტურილორმა” გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ნეაპოლელები მსაჯობის თემით იმდენად...
მილანელებმა ნეაპოლელებს დაუბანელები უწოდეს
ოთხშაბათს, „სან სიროზე”, „მილანსა” და „ნაპოლის” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის დროს მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა. მასზე ეწერა: Via Raffaele Stasi 40/46 (Na). რას ნიშნავს ეს? ეს გახლავთ საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელის Acqua e soap (წყალი და საპონი) ნეაპოლური მისამართი. ბანერის გამოფენით ამპარტავანმა ჩრდილოელებმა სამხრეთელებს კიდევ ერთხელ უწოდეს დაუბანელები....
შენ დაგბრალდება, დე ლაურენტის!
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „სან სიროზე” „მილანთან” 0:1 წააგო და თუ ისტორიაში ახალი ფურცლის ჩაწერა უნდა, სამშაბათს, „მარადონაზე”, ბედის ჩარხი თავის სასარგებლოდ უნდა შემოატრიალოს. ესპანურენოვან სამყაროში ჩამორჩენის აღმოფხვრას და სათავისოდ შემოტრიალებას „რემონტადა” ჰქვია. ამ სიტყვას იტალიელებიც ეპარებიან, მაგრამ… ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, რომ რაც „ნაპოლის” პატრონი აურელიო დი ლაურენტისია, გუნდს ერთი „რემონტადაც”...
ამბროზინიმ ნაპოლის მოუბოდიშა
მასიმო ამბროზინი 1995-2013 წლებში „მილანში” თამაშობდა, ოთხშაბათის შეხვედრის შემდეგ („მილანი” – „ნაპოლი” 1:0) კი თავი შეგვახსენა — ნეაპოლელთა მარჯვენა გარემარბის, მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შესახებ თქვა „მყვინთავიაო”, რის გამოც მობოდიშება მოუხდა. ამბროზინის ნათქვამმა „აძურის” გულშემატკივარი გააღიზიანა. „ვწუხვარ, ნეაპოლელებმა ჩემი ნათქვამი საწყენად რომ მიიღეს. „ნაპოლის” ყოველთვის პატივს ვცემდი. მესმის ფანების, მათი სიყვარულის თავიანთი გუნდის მიმართ. კარიერაში ადრეც...





