The exhibition of "The Byzantines" at Sundial Hall o National Archaeological Museum of Naples on January 13, 2023 in Naples, Italy.ნეაპოლში მზადდება საგანგებო გამოფენა, რომელიც მესამე სკუდეტოს გმირებს მიეძღვნება. ამ პროექტზე არც მეტი, არც ნაკლები ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი პაოლო ჯულერინი მუშაობს.

„ჩვენ ვარჩევთ თემებს, სამახსოვრო ნივთებს და სხვა გამოსაფენ მასალას, — თქვა—  ჯულერინიმ, — ეს ყველაფერი კი მიეძღვნება იმ გუნდის ლეგენდებს, რომლებიც ყველა რეკორდს ამხობენ”.

საგამოფენო სივრცეში კლასიკური შედევრები მოდერნს შეუწყვილდება და ეს დიდ ემოციებს აღძრავს.

„ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზეუმს ფეხბურთისთვის კარი დიდი ხანია ღია აქვს. ჩვენს ერთ-ერთ დარბაზში დგას კრისტიან ლეპერინოს ქანდაკება — დიეგო არმანდო მარადონა. 2017-18 წლებში ვუმასპინძლეთ გამოფენას სახელწოდებით „ნეაპოლი მითებში”, სადაც „აძურის” ისტორიები იყო თავმოყრილი 1926 წლიდან დღემდე. 2017 წელს აგრეთვე იყო „ნაპოლის” ფეხბურთელთა ფოტოების გამოფენა, რომლებიც იმ წლის კალენდრის სახით იყო წარმოდგენილი”.

მკითხველს სრული წარმოდგენა რომ ჰქონდეს, ვიტყვით, რომ ხსენებულ მუზეუმში ინახება იმპერატორ ნერონის ოქროს თასი. აქვეა მუდმივმოქმედი გამოფენა „პიკასო და ანტიკური ხანა”.