პარასკევს, 7 აპრილს, „ნაპოლი” სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრას ლეჩეში ჩაატარებს და სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება ელიფ ელმასი ვიხილოთ. ეს ინფორმაცია ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” გაავრცელა.

არცთუ იშვიათად, მოედანზე ელმასის შესვლა მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიას გასვლას ნიშნავს, მაგრამ ამჯერად ლაპარაკია ჩრდილო მაკედონიელის ნახევარდაცვაში თამაშზე. გამოცემა ვარაუდობს, რომ ელმასი შემადგენლობაში ჟელინსკის ან ანგისას ნაცვლად იქნება.

მიმდინარე ჩემპიონატში ჩრდილო მაკედონიელმა 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Alexis Jesse Saelemaekers of AC Milan and Eljif Elmas of SSC Napoli in action during the Serie A match between SSC Napoli and AC MIlan at Stadio...