არგენტინელმა დიდვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 გოლის ზღვარი გადალახა. არგენტინელმა კურასაოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ახლა მას ალბისელესტეს მაისურით 102 გოლი მოუგროვდა. ამგვარად, მესი გახდა ისტორიაში მესამე მოთამაშე, რომელმაც მოახერხა თავისი ქვეყნის ნაკრებში 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

Lionel Messi does not need BBC adulation and nor do those of us watching at  home

ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს 122 გოლით. ირანელმა ფეხბურთელმა ალი დაეიმ, კი რომელმაც კარიერა დაასრულა, ნაკრებში 109 ბურთი გაიტანა.

არგენტინის ნაკრებმა კურასაოს გუნდი ანგარიშით 7:0 დაამარცხა. მატჩის მე-20 წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, სამი წუთის შემდეგ კი ნიკოლას გონსალესმა გააორა. 33-ე წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა. ენცო ფერნანდესმა მესის პასით 35-ე წუთზე გაიტანა. ლეომ მატჩში მესამე გოლი ორი წუთის შემდეგ შეაგდო. 78-ე წუთზე ანხელ დი მარიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა. გონსალო მონტიელმა კი 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 7:0.