26 მარტს, გლაზგოში, „აიბროქსზე“ მისული ქომაგი ლამაზი სანახაობის მომსწრე გახდა – ერთმანეთს „რეინჯერსის“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა შეხვდნენ, მატჩი კი ლეგენდების გამარჯვებით დასრულდა – 4:3. „რეინჯერსის“ შემადგენლობაში შოთა არველაძემ ითამაშა, ლეგენდბთან კი გიორგი ქინქლაძემ.
„რეინჯერსის“ მწვრთნელი ალექს მაკლეიში იყო, მან შოთა არველაძე შეცვლაზე ათამაშა, ხოლო „ლეგენდების“ მწვრთნელმა რობი ფაულერმა შეცვლაზე გიორგი ქინქლაძე ათამაშა.
„რეინჯერსიდან“დუბლი ჯერმენ დეფომ შეასრულა, ერთი გოლი კრის ბოიდმა გაიტანა, ხოლო „ლეგენდებში“ თავი დუბლით რობინ ვან პერსიმ გამოიჩინა, ხოლო თითო გოლი ჯეკ უილშირის და ლუის ბოა მორტეს ანგარიშზეა.
„რეინჯერსის“ ლეგენდები – მსოფლიოს ლეგენდები 3:4
ლეგენდები: ვატერეუსი, პაპაკი, ალვესი, ამორუზო, ჰატონი, ფერგიუსონი, მენდესი, მაკკინი, დე ბური, დეფო, მილერი
შემცვლელები: კეროლი, არველაძე, უოლესი, იელავიცი, ბოიდი, ვინალი, ჰენდრი, რეი, ალბერტცი, ლოვენკრანდსი, ენდრიუსი, იოჰანსონი, კუზენი, ბიტი.
მსოფლიოს ლეგენდები: ჯეიმსი, ჰუტი, სტამი, დოუსონი, ჩიმბონდა, ესიენი, პეტი, დაუნინგი, უილშირი, ვან პერსი, იაკუბუ.
შემცვლელები: რაჩუბკა, კანუ, ბოა მორტე, ქინქლაძე, ბრაუნი, პენანტი.