პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ, ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, სუპერლიგაზე არ უნდა ვისაუბრო. ის ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ კლუბი, გავაუმჯობესოთ შედეგები.
იმუშავე საკუთარ თავზე, უკეთესობაზე, გუნდურად თამაშზე – ეს არის მთავარი.
მომავალ კვირას ახალი განცხადებები გაკეთდება. ამის შესახებ სიახლეებს იხილავთ საფეხბურთო სამყაროში“, – ციტირებს ალ-ხელაიფის სიტყვებს Marca.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პსჟ, 28 ტურის შემდეგ, 66 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.