„ნაპოლი” სკუდეტოს მოსაგებად ემზადება. იტალიური პორტალი napolipiu კი წერს, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს იტალიურ ფეხბურთში 75 წლის წინ დამყარებული რეკორდის მოხსნა შეუძლია.
საქმე ეხება ჩემპიონის ტიტულის ხუთზე მეტი ტურით ადრე მოპოვებას. აქამდე შეჯიბრების დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონები გამხდარან: დიდი „ტორინო” (1947-48), „ფიორენტინა” (1955-56), „ინტერი” (2006-07) და „იუვენტისი” (2018-19).
„ნაპოლის” სადღეისოდ მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოზე” 19 ქულით მეტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიულად „პარტენოპეელებს” სკუდეტოს ექვსი ტურით ადრე მოპოვება შეუძლიათ. თუ ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ამას შეძლებენ, ისინი იტალიური ფეხბურთის მორიგ ლეგენდას შექმნიან.