Barça: the nightmare continues... - California18ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთან შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, „ბარსელონა“ უეფამ, შესაძლოა ერთი სეზონით ჩამოაშოროს ევროტურნირებს.

ორგანიზაციის სადისციპლინო კოდექსში ნათქვამია, რომ კლუბებს არ შეუძლიათ გამოიყენონ უკანონო მეთოდები მატჩების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

თუ გუნდები ამ წესს დაარღვევენ, მაშინ მათ შეიძლება ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება ერთი სეზონით შეუჩერონ. ხოლო სერიოზული დარღვევებისთვის – სამი სეზონით. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას კომიტეტი ივნისში მიიღებს.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ნეგრეირას თანხა საკონსულტაციო მომსახურებისთვის გადაუხადა. ბრალმდებლები კი ამბობენ, კატალონიელებმა ყოფილი მსაჯი მოისყიდესო.

წილი
წინა სტატიატუხელი მოდის…
შემდეგი სტატიაბაიერნმა ტუხელი დაადასტურა
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.