საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა sofoot-ს ვრცელ ინტერვიუ მისცა. ვაი სირცხვილო და, ირკვევა, რომ მან საქართველოს ფეხბურთს ფედერაციასთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. საქართველოში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის კონტრაქტის ამბავს,თურმე, საფრანგეთიდან უნდა ვიგებდეთ… აი, რას ამბობს ვილი სანიოლი ჩვენს ფრანგ კოლეგებთან საუბრისას:
„პროექტი მომეწონა, რადგან ახალი გუნდის შენება შემომთავაზეს. თავიდან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ ორი წლით გავახანგრძლივეთ, წარმატების შემთხვევაში კიდევ ორი წლით გაგრძელების პერსპექტივით“.
ეს ამბავი რაღა დასამალია, ძნელი მისახვედრია… თუმც როდის ფეხბურთის ფედერაცია პრესას ინფიორმაციებით ანებივრებდა.