საჩვენო ამბავი ნორვეგიიდან – საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის უმრისხანესი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბათუმში არ იქნება. საზარდულის ტრავმის გამო ის 28 მარტის საქართველო-ნორვეგიის შესარჩევ მატჩს გამოტოვებს. ჰოლანდი გამოტოვებს 25 მარტის ესპანეთი-ნორვეგიის შესარჩევსაც.
ჰოლანდმა ეროვნული გუნდის შეკრება უკვე დატოვა. ის ოსლოში ორშაბათის დილას ჩაფრინდა, ნაკრების ექიმებს გაესინჯა და უკანვე მიბრუნდა. ჰოლანდს ორკვირიანი უქმობა მოუწევს.
ერლინგ ჰოლანდი ის კაცია, ვინც მიმდინარე სეზონის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის 32 შეხვედრასი 38 გოლი გაიტანა. ბოლო ორ შეხვერდრაში კი ერთბაშად რვაჯერ შეაგდო… აი, ამხელა პრობლემა მოაკლდა საქართველოს ნაკრებს…ცხადია, ესპანეთსაც.