გერმანული ვებ გვერდის, „ტრანსფერმარკტის“ განახლებული ფასების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია 25 მილიონი ევროთი გაძვირდა – „ტრანსფერმარკტი“ ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერს ახლა 85 მილიონ ევროდ აფასებს:

„წლის განმავლობაში ფასის ასეთი მკვეთრი ზრდა სერია A-ში იშვიათად ხდება, მაგრამ კვარაცხელიას შემთხვევა გამონაკლისია, მას ყველა მონაცემი აქვს, რომ მომავალში ევროპული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი გახდეს. ხვიჩას ტრანსფერის ირგვლივ ნაკლები სპეკულაციები, შესაძლოა, აიხსნას იმ ფაქტით, რომ მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, კლუბის ხელმძღვანელთა განცხადებით კი, ჯერჯერობით, ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხს არ განიხილება“, – წერს „ტრანსფერმარკტის“ რეგიონული მენეჯერი იტალიაში ჯატინ დიტლი.