საქართველოს ეროვნული გუნდი მარტის მატჩებისთვის ემზადება .
21 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ფეხბურთელებმა, რომლებიც გუნდს დღეს შეუერთდნენ, ინდივიდუალურ პროგრამით ივარჯიშეს.
ზურიკო დავითაშვილი „ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ბევრ რამეს დაგვანახებს. ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია და ამ მიზნის მისაღწევად ვიბრძოლებთ. 28 მარტს ვეთამაშებით ერთერთ კონკურენტს, ნორვეგიის ნაკრებს და უნდა დავანახოთ ყველას, რომ ასეთი დონის გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია, რაც აქამდეც გაგვიკეთებია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და შესარჩევი ტურნირის სტარტზე სამ ქულას ავიღებთ“.
მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მარტს გამართავს, 28 – ში კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი თბილისიდან 24 მარტს გაემგზავრება.
მეკარეები გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი)
მცველები გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)
ნახევარმცველები ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი),
თავდამსხმელები ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)