ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ამჯერად რუსულმა „სპორტ-ექსპრესის“ ჟურნალისტები ვერ მალავენ აღტაცებას. რუსებმა ჩვენიანის „ატალანტასთან“ თამაში გაარჩიეს და შიგადაშიგ ზოგადად ქართული ფეხბურთის ამბებზე თქვეს… აშკარად, მონატრებიათ…

პირველი ტაიმიხვიჩას შეტევაში ბევრი არაფერი გამოდის. „ატალანტა“ ძალიან ყურადღებით თამაშობს, განსაკუთრებით, მარჯვენა მცველი დანი მელე, რომელიც შეტევებში საერთოდ არ ერთვება. თუმცა, პარტნიორებიც აზღვევენ, რათა კვარაცხელიას მილიმეტრიანი სივრცეც არ დარჩეს.

ერთ-ერთ მომენტში მელე შეტევაში წავიდა და ხვიჩას „გაექცა“, რომლისთვისაც დაცვაში მუშაობა მთავარი ღირსება არ არის. თუმცა, ჩარბის უკან და როდესაც ხედავს, რომ მელე საჯარიმოსთან ახლოს არის და „ნაპოლის“ კართან ხიფათს ქმნის, აკეთებს გრძელ ვარდნას. და აკეთებს როგორც პროფესიონალი მცველი. აკეთებს სუფთა ვარდნას და ბურთიანად ისევ შეტევაში გარბის. ხვიჩა! ვარდნაში! მეტოქეს ბურთს ართმევს საკუთარ საჯარიმოსთან!

მეორე ტაიმი გოლი და თან გამარჯვების. აქ კომენტირება ზედმეტია, რადგან ის გოლი ყველამ ნახა. ხვიჩა ბურთს მარცხენა ფლანგის სიახლოვეს იღებს, გადადის ცენტრისკენ, „აბრუებს მცველებს“ (სამჯერ), ურტყამს, გააქვს. ეს სილამაზეა!

1:0 – „ნაპოლი“ იგებს და კონტრშეტევაზეა. ბურთი ხვიჩას აქვს, რომელსაც უხეშად ეთამაშებიან. ასეთ სიტუაციაში 10-დან 9 მიწაზე გორაობას დაიწყებდა. 100%-იანი ჯარიმაა, 1:0 იგებ და შეგიძლია დრო გაიყვანო.

არა, ხვიჩა სხვაგვარად იქცევა. ცდილობს ბურთზე კონტროლი არ დაკარგოს, მოედანზე წაქცეულიც კი პასს აკეთებს, რათა თანაგუნდელებმა შეტევა გააგრძელონ და ასეც ხდება. თუმცა, ამ შეტევას სახეირო არაფერი მოუტანია. ეს უკვე ხვიჩას ბრალი არ არის.

მიაქციეთ ყურადღება: ვსაუბრობთ შესანიშნავი გოლის ავტორზე, სერია A – ს საუკეთესო მეპასეზე, ფეხბურთელზე, რომელიც ძლიერ ლიგაში თამაშობს.

რაზეა საუბარი? მის მთავარ ღირსებაზე, რომელიც უკვე ყველამ ისედაც იცის. ჩვენ ვსაუბრობთ იმ შავ სამუშაოზე, რითიც კვარა ცოტა ხნის წინ არ გამოირჩეოდა. გასაგებია, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტებით, ხვიჩა სხვებისგან არ გამოირჩევა, მაგრამ აპენინებზე სულ რაღაც ნახევარ წელიწადში მან ზუსტად გაიგო რა არის საჭირო გუნდისთვის. უკვე იცის, რომ ერთ ადგილზე დგომითა და გადამწყვეტი კროსის, მოტყუებისა თუ დარტყმის გარდა, ფეხბურთში სხვა სამუშაოც არის.

დიახ, ის კარგია შეტევაში და მისი დრიბლინგები, პასები თუ დარტყმები სასიამოვნო სანახავია, მაგრამ ვერ ასწრებს დაცვაში ჩამოსვლას და შემდეგ მთელ გუნდს უწევს მუშაობა. მადლობა ლუჩანო სპალეტის, რომ ხვიჩა ამ ყველაფერს მიაჩვია. თუმცა, მთავარი მადლობა ხვიჩას, რომელიც ამისთვის მზად აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ ჩამივარდა პოლემიკური ინტერვიუ ესპანელ მწვრთნელ ხუანმი ლილიოსთან, რომელიც პეპ გვარდიოლას მასწავლებელიც იყო და თანაშემწეც. აი, რამდენიმე ციტატა:

„ცუდი ფეხბურთელები აღარ არიან. მაგრამ არც გამორჩეულები არიან. როდესაც ვცდილობთ „მოვკლათ ცუდი ბიჭები“ ვკლავთ კარგებსაც. ყველაფერი გლობალიზებულია. საკლუბო დონეზე ვარჯიშები ნორვაგიაშიც და სამხრეთ აფრიკაშიც ერთნაირია. მსოფლიოში მიმდინარე ყველა ტურნირს ვუყურებ და შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში შეიძლება ხარისხიანი ძლიერი ფეხბურთელის აღმოჩენა, რომელმაც ქუჩაში ისწავლა და არა – აკადემიაში“, – ამბობს ლილიო.

ამ სიტყვების წაკითხვისას ჩავფიქრდი რა არის ხვიჩას ძალა, რომელიც ასი ათასობით გულშემატკივრის თვალთახვედრის არეშია? კვარას საკუთარი გრაცია, რიტმი და ტექნიკა აქვს.

მათ, ვისაც გაუმართლა და ქართველი ფეხბურთელის თამაშის ხილვის საშუალება მის საუკეთესო პერიოდში აქვს, იციან ეს საიდან მოდის. ქართველებს 40, 50, 60 წლის წინ „საბჭოთა ბრაზილელებს“ უწოდებდნენ. და თბილისის „დინამომ“ 1981 წელს თასების მფლობელთა თასი ისე მოიგო, რომ მის შემადგენლობაში არც ერთ სხვა საფეხბურთო კულტურის აღზრდილი გუნდში არ ჰყავდა. და ეს ყველაფერი ფანტასტიკურად ლამაზი ფეხბურთით გააკეთა.

ხვიჩაც იქიდან არის. იმ ესთეტიკიდან. უბრალოდ, ქართული ფეხბურთი დიდი ხანი ჩუმად იყო და მსოფლიოს ტოპ-ტალანტი ვერ აჩუქა. ახლა ამის დრო მოვიდა და ეს იტალიაში ყველაზე კარგად ესმით, სადაც კვარაცხელია თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

2018 წლის ისტორიაა. მაშინ კვარაცხელია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ბრწყინავდა, მაგრამ არც ვიცნობდით, რადგან მოსკოვის „ლოკომოტივამდე“ ჯერ კიდევ არ იყო მისული. ერთხელ, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ყოფნის დროს, ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა, თენგიზ პაჭკორიამ 17 წლის ხვიჩას თამაშის ნახვისას აღტაცება ვერ დამალა და დამპირდა, რომ დაწერდა ფეხბურთელზე, რომელიც დავით ყიფიანის დონის იქნებოდა. ამ სიტყვებს კი, ქართველები ტყუილად არ ისვრიან.

გვერდით ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია იდგა. ასევე წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებში ნათამაშები, მორიდებული კაცი, რომელმაც იქვე უთხრა თენგიზს – ჯერ ხვიჩას ფეხბურთში არაფერი გაუკეთებია, რომ ყიფიანს შევადაროთ, ძალიან გთხოვ, ასე არ დაწერო. პაჭკორია მის დაჯერებას შეეცადა – ნახე რა დრიბლინგი აქვს, რა პასები 30-40 მეტრზე, როგორ ხედავს მოედანს. ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს ყიფიანს, რომელმაც ფეხბურთი ხელოვნებამდე აიყვანა. ბადრი შეუვალია – ჯერ ადრეა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბადრიმ ეს საუბარი ხვიჩას მოუყვა, რომელიც იქვე დაინტერესდა – როგორ თამაშობდა ყიფიანი? რატომ მადარებენ? მომდევნო დღეების მანძილზე ხვიჩა უკვე იუთუბში „იქექებოდა“, რათა ენახა დიდი ოსტატის შედევრები. და ხვიჩას თავში აზრადაც არ მოსვლია ეკითხა, თუ რა ფეხბურთი იყო მაშინ და რა სისწრაფეებზე თამაშობდნენ.

ეს ისტორია ხვიჩასთვის ტიპიურია. მისი თავი ფეხბურთით არის დატვირთული, აფასებს ყველა დროის გმირებს, არ ეკარება ალკოჰოლს, არ „ვარსკვლავობს“ და არც ნეაპოლში მისი პოპულარობით არ დუნდება. იმ ნეაპოლში, სადაც მისი თამაშის სანახავად საქართველოდან ასობით გულშემატკივარი ჩადის.

კვარას ჯერ კიდევ არაერთი რთული ეტაპის გავლა მოუწევს. როდესაც ფეხბურთელი კარიერას ასე იწყებს, მოლოდინი დიდია და მისგან საოცრებებს ელიან. ამის გაძლება კი ბევრს არ შეუძლია, ისევე როგორც ფეხში დარტყმები, რასაც ასევე ვერ გაექცევა. ღმერთმა არამარტო პირველი ტიტულის მოაგებინოს „ნაპოლიში“ მარადონას შემდეგ, არამედ, ჯანმრთელობასაც ვუსურვებთ.

მთავარი რაც ამ ბიჭს აქვს, საფეხბურთო სამყაროა. ფეხბურთი უყვარს მისთვის. ეს ის ბიჭია ვინც „ლოკომოტივში“ პირველივე ვარჯიშზე ვერდან ჩორლუკას ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა, რისთვისაც თანამემამულე კვერკველიასგან შენიშვნა მიიღო. თუმცა, მალევე ჩორლუკას ბურთი თავზე გადაუგდო. ეს არა იმიტომ, რომ ვეტერანს არ აფასებდა და დასცინოდა, არამედ იმიტომ, რომ ბურთი მისი ნაწილია, საყვარელი სათამაშო და სხვანაირად არ შეუძლია. შეხედეთ, რამდენად უკეთ და აზრიანად დაიწყო ხვიჩამ თამაში სერია A – ში – დაიწყო პასის მიცემა და ბურთის თანაგუნდელებთან გაზიარება.

ჩემი ქართველი კოლეგები მიყვებოდნენ, რომ ხვიჩას პასის კულტურა უფრო ადრეულ ასაკში ჰქონდა, რის შემდეგ სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ამიტომაც არის, რომ „ნაპოლის“ მეტოქეთა მცველებმა არ იციან ვლადიმერ გუცაევივით ეშმაკურ დრიბლინგზე წავა, დავით ყიფიანივით უზუსტეს და ფილგრანულ პასს გააკეთებს, თუ კარში რამაზ შენგელიასავით მოწყვეტით დაარტყამს. ამის შედეგია, რომ მისი მაჩვენებელი გოლს+პასი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მქონდა საშუალება 2022 წელს თბილისში, ლეგენდარულ „ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე“ ვყოფილიყავი, რომლის საფარიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ახლა იცვლება. ეს ტურნირი ქვეყანაში ბუმს გამოიწვევს. ჩემი ყოფნისას ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის „დინამოს“ გუნდები ხვდებოდნენ. ბათუმში ხვიჩა თამაშობდა. შევნიშნავ: სიტუაციამ მოიტანა ისე, რომ ხვიჩამ ითამაშა იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის აკადემიაშიც გაიზარდა და ერთი წელი გუნდშიც თამაშობდა.

წინა ტურში, გორის „დილასთან“ „დინამოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩის დროს ტრიბუნაზე სულ რაღაც რამდენიმე ასეული კაცი იჯდა. ბათუმელებთან მატჩს კი 20 000 მაყურებელი დაესწრო. პირადად, ხვიჩას სანახავად. შესვენებისას ხალხი ფლანგს იცვლიდა და იმ მხარეს გადადიოდა, სადაც ხვიჩა თამაშობდა, რათა მისი ფინტები ენახათ. ასეთი რამ თბილისში, 60-იანი წლების ბოლოს მიხეილ მესხის დროს ხდებოდა.

იმ მატჩის შესვენებაზე გამაცნეს ხვიჩას მამა და ეს ფაქტი ბადრიმ ჩემთან ერთად დააფიქსირა. უნდა გენახათ, როგორი ამაყი იყო. მეც გამიმართლა რომ ეს ყველაფერი „პირდაპირ ეთერში“ ვნახე. ეს უფრო დასამახსოვრებელია.

საქართველო მის 22 წლის გმირზე შეყვარებულია და სწამთ, რომ ხვიჩა ქვეყანაში ფეხბურთის იმ სიყვარულს დააბრუნებს, რომელიც ადრე იყო. გუნდს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს. თავად კვარაცხელიასაც, რომელსაც მარტის ბოლოს, ბათუმში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უწევს ჰოლანდისა და ნორვეგიის წინააღმდეგ, ამისი სჯერა…

და მაშინ მთელი საქართველო ასწევს ღვინის სავსე ფიალას საფირმო სადღეგრძელოთი – საქართველოს გაუმარჯოს“!!!

Khvicha Kvaratskhelia wants Liverpool move, cites Jürgen Klopp reason