David Beckham's message to Lionel Messi following PSG transfer - Mirror  Online„ინტერ მაიამიმ,“ რომელის თანამფლობელი დევიდ ბექემი გახლავთ, შესაძლოა, ამერიკაში გადასვლის შემთხვეევაში ლიონელ მესის კლუბის აქციების 5 პროცენტი შესთავაზოს.

კლუბის მიზანია მესი 2025 წლის სეზონამდე გადაიბიროს.

სწორედ ორ წელიწადში „ინტერის“ ახალი სტადიონი საზეიმოდ გაიხსნება.

ამერიკულ ლიგაში ხელფასების ლიმიტის გამო, „მაიამი“ მესის პსჟ-ის დარ ჯამაგირს ვერ გადაუხდის.

ამიტომ „ინტერი“ არგენტინელსთვის აქციების 5 პროცენტის გადაცემას აპირებს.

ლიონელს პსჟ-სთან კონტრაქტი 20220-2023 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

თავად ფეხბურთელს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.